ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დავინახე, თავზე პარკი ჰქონდა გადაკრული”: დაღუპული გოგოს ბაბუა დეტალებს ყვება

გორში დაღუპული 9 წლის გოგოს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.ექსპერტიზა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გარდაცვლილი ბავშვის ბაბუის,  ხვიჩა ბერიაშვილის თქმით, ოჯახს აქვს რამდენიმე ვერსია.

“დავინახე, თავზე პარკი ჰქონდა გადაკრული. ფეხებზე, რაღაც მავთული, კარგად ვერ დავინახე. ალბათ, ყველას აწყობს ეს ყველაფერი. აზრი არ ექნებოდა, თუ ვისი ბავშვი იქნებოდა. თუ სათანადოდ ვერ გამოიძიეს, ფეხზე დადგება მთელი გორი. ამას ვამბობ გორელების სახელით,“ – განაცხადა ბაბუამ.

8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია ბრალდებული. ის 33 წლისაა და გამოძიება გრძელდება.

შეგახსენებთ, 9 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ოჯახი დილიდან  ეძებდა, მოკლული იპოვეს. ცხედარი გორის რაიონული სასამართლოს ეზოშია ნაპოვნი. ნანა ბერიაშვილი სახლიდან დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.

იტვირთბა....