პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე გუშინ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართულ დებატებზე საუბრობს. მისი შეფასებით, “შენების მოძრაობის” ლიდერის, პრეზიდენტობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის გუშინდელ დებატებში არმიწვევაში გარკვეულ ინტერესს ხედავს.
“რა თქმა უნდა, უსუფაშვილის ამ დებატებში მიწვევა გამოაჩენდა აშკარა უპირატესობას დანარჩენი კანდიდატების მიმართ. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე ცოტა, ის ამ დებატებს მოიგებდა და როგორც ჩანს, ზუსტად ეს იყო მიზეზი მისი იქ არმიწვევისა” – განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში ხათუნა ლაგაზიძემ.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც რამდენიმე დღეში, 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სადებატოდ მიწვეულები იყვნენ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, “ნაცმოძრაობის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე და “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.