“რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კვლავ ხელს უშლის მრავალპარტიულობას, კვლავ სპარინგ- პარტნიორად ინარჩუნებს ალტერნატიულ სისტემას- სააკაშვილი/ნაციონალური მოძრაობა/რუსთავი 2…
“ივანიშვილი კვლავ “მტრის ხატის” პრიმიტიული ტაქტიკით საქმიანობს პოლიტიკაში. მეტი ვერ ისწავლა.
შესაძლოა, სწორედ მისი ეს გაჯიუტება შეცდომაში, ანუ სიბრიყვე აღმოჩნდეს მისივე პოლიტიკური მესაფლავე. …ითხრის საფლავს მიზანმიმართულად.
კვლავ ხელს უშლის მრავალპარტიულობას, კვლავ სპარინგ- პარტნიორად ინარჩუნებს ალტერნატიულ სისტემას- სააკაშვილი/ნაციონალური მოძრაობა/რუსთავი 2…
თან ეზიზღება, თან ეშინია, თან საზრდოობს ამ ორიენტირით.
არ აძლევს ქვეყანას საშუალებას, რომ ორპოლუსიანი მტრული საინფორმაციო- პოლიტიკური ბანაკებიდან მრავალპარტიული ევროპული სისტემისკენ, კოალიციებისკენ დაიძრას…
ქართულ პოლიტიკას კვლავ მოუწევს, როგორც ჩანს, გატკეპნილი გზით სიარული – ჯერ ალტერნატიული კოალიციური პოლუსი, შემდეგ კი ამ პოლუსის მეშვეობით მრავალპარტიულ, ევროპულ პოლიტიკაზე გადასვლის მცდელობა..
მრავალპარტიული იყო ყველა პოლუსი, რომელმაც შეცვალა( ან დროებით ვერ შეცვალა) დამყაყებული, დახავსებული ერთი კაცის ძალაუფლება. ამასთანავე, ვერც ერთი ვერ გადაიქცა მრავალპარტიულ სისტემად….
“რესპუბლიკელები” ყველა მცდელობაში აქტიურად ვმონაწილეობდით. მრავალპარტიული პოლუსის შექმნის სათავეებთან ვყოფილვართ არაერთხელ…წარმატებულებთანაც და წარუმატებლებთანაც.
თუ პოსტსაარჩევნო პერიპეტიებს გაუძლებს “ნაციონალური მოძრაობა”, ასეთ ვითარებაში იგი ძლიერი კომპონენტი შეიძლება გახდეს რეალური კოალიციის ( ახლანდელისგან განსხვავებით).
რბილი, მრავალპარტიული ტრანზიტი ნახელისუფლარი ბიძინას და მისი გამოფიტული ქოცებისთვის უფრო უხიფათო იქნებოდა. კოალიციურ პოლუსს კი, სავარაუდოდ, შეელეწება.
” პირველ რიგში რესპუბლიკური პარტიაო” – ბიძინამ 2011- ში. მანამდე მიშამ- 2002- ში. ისევ ამ როლშია რესპების პერსპექტივა? ქვეყნის პერსპექტივაც?
დავფიქრდებით”, – წერს “რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.