„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი – გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს.
ტელეკომპანიის ცნობით, იმის დასადგენად თუ ვის აძლევს ხალხი ხმას, ამერიკულმა ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე რესპოდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით 15-დან 24 ოქტომბრამდე გამოკითხა.
კითხვაზე, “დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას,” პასუხები ალოკაციის გარეშე (გამოკითხულთა სრული ოდენობა) ასე გადანაწილდა:
გრიგოლ ვაშაძე – 23%;
სალომე ზურაბიშვილი – 21%;
დავით ბაქრაძე – 10%;
შალვა ნათელაშვილი – 4%;
არ გადაუწყვეტია, უარი პასუხზე – 31%.