ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსთვი 2″-ს ეშინია და არ უნდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიწვევა”

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ “რუსთავი-2“-ის მისამართით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაძირითადა დაფუძნებულია სიცრუეზე.

„მედიაპლურალიზმი არის მნიშვნელოვანი, სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, განსხვავებული აზრის გამოთქმა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დღეს ჩვენს ქვეყანაში, განსხვავებით იმისა, რაც წლების წინ იყო და როგორ იყო ეს ყველაფერი შეზღუდული, ყველას კარგად გვესმის. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსებობს რაღაც ზღვარი. ჩვენ, პოლიტიკოსები უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები იმისა, რომ ჩვენ ეს ზღვარგადასული შეურაცხყოფა… მერე რა რომ საარჩევნო კამპანიაა, ხომ ყველაფერს აქვს თავისი წესი, არსებობს რაღაც ჩარჩოები, რომელ ჩარჩოებშიც უნდა მოვექცეთ ყველა. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის ავტორი ისევ და ისევ არის „ნაციონალური მოძრაობა“, ისინი ისევ არიან იმ ჩვეულ რეჟიმში, როგორც 2012 წელს. მე 2012 წლის მერე ასეთი შეურაცხმყოფელი საარჩევნო კამპანია არ მახსოვს“- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ რუსთვი 2- მიმართა და აღნიშნა, რომ არხს არ უნდა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიწვევა.

„გულდასაწყვეტია ის, რომ თქვენ არ გინდათ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიწვევა და პირადად მე ვარ ამის მომსწრე, რომ თქვენ უარი თქვით ჩემს მიწვევაზე, როდესაც პარტიიდან იყო შემოთავაზება მოვსულიყავი გიორგი გაბუნიას ეთერში, ყველანაირ კითხვაზე გაგვეცა პასუხი, რომელიც არსებობს და მე ამისთვის მზად ვიყავი, მაგრამ თქვენ შეგეშინდათ. შეგეშინდათ იმიტომ, რომ ჩემი მიწვევით იცით რაც მოგივიდათ 2016 წელს, 2017 წელს. თქვენ შეიძლება გქონდეთ განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიწვევა ეს არ არის ცუდი, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ხედავს და გადაწყვეტილებას მიიღებს არა მხოლოდ 28 ოქტომბერს, ზოგადად მომავალში თუ როგორ და რანაირად უნდა განვითარდეს ქვეყანა“, -განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....