არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილს რაიმეს შეცვლის რესურსი აღარ აქვს”

ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ შეაფასა. მისი ტქმით, სისტემა არის იგივე, რაც სააკაშვილის დროს იყო და როგორც, ცანს, ივანიშვილს მოსწონდა სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული ეს სისტემა.

“როგორც ჩანს მას მოსწონდა სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული სახელმწიფოს მართვის მანკიერი მანქანა და ფაქტობრივად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გადმოებარებინა ეს მანქანა. ამ მანკიერმა სისტემამ მძევლად აიყვანა ისინი და ივანიშვილს რაიმეს შეცვლის რესურსი აღარ აქვს. სურვილიც არ აქვს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.

ხუხაშვილის განმარტებით, ივანიშვილის ამოცანა უკვე სისტემის შენარჩუნება გახდა. “რომ მეტყვიან აუზი, ვეტყვი წყალი არ უსხია, ესეიგი უფრო იაფი ღირს, რომ მეტყვიან ფარცხალაძე, ვეტყვი ფარცხალაძე ანგელოზია, ვინც ჩემთან არ იქნებით მათ პრობლემები ექნებათ“, – განაცხდა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ ივანიშვილმა ინტერვიუ მისცა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტს, რომელმაც მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

იტვირთბა....