აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ლიდერის ძალიან დროული გამოსვლა იყო”

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ ლიდერის ძალიან დროული და საჭირო გამოსვლა იყო.

ვფიქრობ, ეს იყო ლიდერის ძალიან გაბედული, ძალიან მნიშვნელოვანი, დროული და საჭირო გამოსვლა, რომელმაც საზოგადოებას დაანახა სიმართლე და სიცრუე, აჩვენა თეთრი და შავი, აჩვენა რა არის დღეს რეალობა.

ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ღიად და გაბედულად მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ რა სჭირდება დღეს საზოგადოებას და როგორი არ უნდა იყოს დღეს მედია. საზოგადოებას სჭირდება ძლიერი მაკონტროლებელი. ეს სჭირდება ხელისუფლებასაც, თუმცა არავის სჭირდება სიცრუე და წარსულში არსებული ძალიან უმსგავსო მეთოდების გამოყენება, რაც დავასრულეთ 2012 წელს.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომავლის გზავნილი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ქვეყანაში საჭიროა ინსტიტუტების და დემოკრატიული სტანდარტების გაძლიერება, საჭიროა იყოს წესრიგი და ეს უნდა იგრძნობოდეს სწორედ ვერტიკალსა და მმართველ გუნდში. საჭიროა იმ ადამიანების წინ წამოწევა, დაფასება და მათი შესაძლებლობების რეალიზება, ვინც მოიტანა 2012 წლის გამარჯვება. ამ გამარჯვების მთავარი შინაარსი იყო იდეალებისთვის ბრძოლა, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ეწირებოდა“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძნა ივანიშვილმა, სამი არხის („TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“) სამ ჟურნალისტს (ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე, ირაკლიჩხაიძე) შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

იტვირთბა....