ხორავას ქუჩაზე მომხადი სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდოს დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ “მეტრონომთან” შეაფასა.
ყოფილი პრემიერი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელის გავლებას უზნეობას უწოდებს.
როგორც სარალიძემ “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადეობა შეცდომაში შეიყვანა.
უაზრო და უზნეობა იყო ის კონტექსტი, რაც თავად გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, იქიდან გამომდინარე რომ როდესაც არ იცნობს საქმეს ჯობია თავი შეიკავოს და არ გააკეთოს კომენტარი. რაც შეეხება ჩემი შვილისა და გირგვლიანის საქმეს შორის პარალელის გავლებას, მე გირგვლიანის საქმეს არ ვიცნობ და ვერაფერ ვიტყვი. ივანიშვილი ატყუებს საზოგადოებას, რომ სასამართლოში 2 ინსტანცია წინ არის, ანუ სააპელაციიოდა უზენაესი სასამართლო. ძალიან დიდი შეცდომაა, როცა ის აგრძელებს თავისი გუნდის წევრების მოსაზრებებს. ის ორი ინსტანცია არის გათვალისწინებული იმისთვის, ვინც არის პასუხისგებაში მიცემული ანუ ის ორ პიროვნება ვინც უკვე სასჯელს იხდიდა. ან უნდა მოუმატო სასჯელი ან შეუმსუბუქო. ახალ ფიგურანტს კი ვერცერთი სასამართლო შეიყვანს საქმეში. ივანიშვილი ატყუებს საზოგადოებას რომ მე ტყუილად ვდგავარ. მე ტყუილად არ ვდგავარ და ვითხოვ იმ დანარჩენი მკვლელების დასჯას ვინც გარეთ დადის.
იმის მაგივრად რომ ბატონ ბიძინას მოეწოდებინა ძალოვანი სტრუქტურისთვის რომ კეთილსინდისიერად გამოეძიებინა ეს საქმე და დარღვევები გაებათილებინა, პირდაპირ თავისივე სიტყვებით მოუწოდა სასამართლოს, რომ პროკურატურის მოცემულობა მიიყვანონ ბოლომდე” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას ზაზა სარალიძემ.
სარალიძემ ასევე ისაუბრა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილზე, სადაც ის შოთაძის გადადომაზე საუბრობდა.
ბატონმა ბიძინამ შოთაძეზე ბრძანა, რომ გასარკვევია რატომ გადადგა თანამდებობიდანო. მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, შოთაძე რომ არ გადამდგარიყო და გამოსულიყო ჩემ წინაშე და ეთქვა, რომ ამ საქმეს უახლოეს დღებში გახსნიდა, არჩია ვირთხასავით გადამდგარიყო. ამ საქციელით შოთაძემ აღიარა თავის დანაშაული და მხოლოდ ამიტომ გადადგა. ივანიშვილმა აქაც შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სამი არხის („TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“) სამ ჟურნალისტს (ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე, ირაკლი ჩხაიძე) შეხვდა.