„სანამ ეს კაცი იქნება ქვეყნის მმართველი ყოველ დღე უკან წავა ჩვენი ცხოვრებაც და ქვეყანაც“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
სანამ ეს კაცი იქნება ქვეყნის მმართველი ყოველ დღე უკან წავა ჩვენი ცხოვრებაც და ქვეყანაც. ეს კაცი არჩევნებით წამსვლელი კი ნამდვილად არაა. პ.ს. რუსთავი 2, გამორთეთ ტვ ექსპერიმენტის სახით ერთი კვირით და იქნებ დაინახოს ამ უტვინო დემაგოგმა, რომ ქვეყანას დედა არა ყავს“ – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, სამი არხის („TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“) სამ ჟურნალისტს (ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე, ირაკლი ჩხაიძე) შეხვდა. როგორც ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა ინტერვიუს მიმდინარეობისას აღნიშნა, დღეს რომ გამორთოთ “რუსთავი 2″, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ვნახავთ.