“მოკლედ მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ბატონ-პატრონებს, ფეოდალებს, მეფეებს და ა.შ. ასე უნდა ელაპარაკოთ, როგორც კვესიტაძე ელაპარაკა გუშინ. თანასწორად! ქვემოდან რომ ელაპარაკებით, იმიტომ იჯერებენ ხოლმე რომ ყველაფრის უფლება აქვთ და მართლა ჩვენი ბატონები არიან!”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა სამ ჟურნალისტთან ინტერვიუ ჩაწერა, მათ შორის იყო “რუსთავი 2-ის” ტელეწამყვანი ეკა კვესიტაძე.