ჩვენ ვიხილეთ “რუსთავი 2”-ის საათნახევრიანი უფასო რეკლამა – ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშილმა “მეტრონომთან” საუბრისას ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ.4
როგორც ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ივანიშვილს ქვეყნის მთავარ პრობლემად “რუსთავი 2” მიაჩნია.
ივანიშვილის ინტერვიუში ერთადერთი პრობლემად იყო მხოლოდ რუსთვი 2 და საქართველოს მომავალზე არცერთი სიტყვა არ უთქვამს.
ჩვენ ვიხილეთ “რუსთავი 2”-ის საათნახევრიანი უფასო რეკლამა. ივანიშვილმა ამ მხრივ მიიღო უკუშედეგი. რუსთვი2-ს თუ ვინმე არ უყურებდა, ალბათ ხვალიდან ყველა უყურებს. ივანიშვილმა ამ საუბარში დაადასტურა , რომ ყველაფერი ნანახი აქვს. სამწუხაროა, რომ ივანიშვილ ქვეყნისმთავარ პრობლემად “რუსთავი 2″ მიაჩნია და არა ადამიანების რეალური მდგომარეობა” – განაცხადა გია ხუხაშილმა “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძნა ივანიშვილმა, სამი არხის („TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“) სამ ჟურნალისტს (ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე, ირაკლიჩხაიძე) შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ივანიშვილმა ასევე ისაუბრა “რუსთვი 2-ზეც” და აღნიშნა, დღეს რომ გამორთო “რუსთავი 2″, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ.