ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ არც წაადგებოდა და არც განსაკუთრებულ ზიან მიაყენებდა – ასე გამოეხაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშილი, “მეტრონომთან” საუბრისას ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს.
ზურაბიშვილს ბიძნა ივანიშვილის გუშინდელი ინტერვიუ არც წაადგებოდა და არც განსაკუთრებულ ზიან მიაყენებდა. გარკვეულ წრეებში, რომლებიც ექვემდებარებიან ივანიშვილის ძალისმიერ გზავნილებს ამ სეგმენტებზე გარკვეულწილად იმოქმედებს პოზიტიურად, თუმცა სხვა სეგმენტზე პირიქით ნეგატიურად. ამიტომ მე გამიჭირდება უფრო მინუსია თუ პლიუსი, სადღაც ნულის მიდამოებშია” – განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშილმა “მეტრონომთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიე-მინისტრმა ბიძნა ივანიშვილმა, სამი არხის („TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“) სამ ჟურნალისტს (ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე, ლევან ჩხაიძე) შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.