ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან აფასებს და აცხადებს, რომ ივანიშვილის ინტერვიუ ამოწურავი იყო.
მდინარაძის განცხადებით, ივანიშვილმა ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელზეც საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესია.
მან შეძლო დაენახებინა საზოგადოებისთვის ის რეალობა, რაც დღეს არის, რომ ერთ მხარესაა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მოდელირებული რეალობით და მეორე მხარეს გულწრფელი ძალა, გულწრფელი ლიდერით, რომელიც კარგად გრძნობს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას თავისი გამოწვევებით.
მან ასევე ისაუბრა დემოკრატიულ საწყისებზე, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და რომ ეს ძალა მხარს უჭერს ევროპული ბეგრაუნდის და დასავლური ორიენტაციის ადამიანს, ძალიან ღირსეულ ადამიანს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება გააკეთებს 28 ოქტომბერს სწორ არჩევანს და ქვეყნის პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აირჩევს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიე-მინისტრმა ბიძნა ივანიშვილმა, სამი არხის („TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“) სამ ჟურნალისტს (ეკა კვესიტაძე, დიანა ტრაპაიძე, ლევან ჩხაიძე) შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.