ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“310 კვადრატული მეტროა, შავი კარკასია და მინებია ჩასმული, გალესილი” – ივანიშვილი სესიაშვილის სახლზე

“სეისიაშვილმა თქვენ მოგიგოთ 100-ით ნოლი”- ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს. “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ მას კითხვა დაუსვა დეპუტატების ბინებთან დაკავშირებით, რომლის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ჟურნალისტი დაინტერესდა, რა თანხით ჰქონდათ შეძენილი ქონება დეპუტატებს 2012 წლის შემდეგ.

“ეს არის 310 კვადრატული მეტრო. არის მხოლოდ შავი კარკასი და მინებია ჩასმული, გალესილი.  მაქსიმუმი ფასი არის 140 დოლარი. 100 დოლარადაც, როდესაც კომპანიას არ ქირაობ, მაგისი აშენება შეიძლება. 310 კვ.მ რომ გაამრავლო 100 დოლარზე, არის 31 ათასი დოლარი. აუზი საერთოდ კაპიკები დაჯდებოდა, არ არის გაშვებული ეს აუზი.

ამდენი დეპუტატის ბინები გამოიტანეთ, არც ერთს არ შეეკითხეთ. ერთადერთი საუკეთესო ვარიანტი აღმოაჩინეთ სესიაშვილი, რამეთუ სამსართულიანი სახლი იყო და გეგონათ ყველაზე დიდი აღმოაჩინეთ.”- მიმართა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს ბიძინა ივანიშვილმა.

სესიაშვილი: “ჩემს სახლს 50 თეთრიანი აგურის ზოლი აქვს და ჩვეულებრივი ბრიზგითაა აშენებული”

 

 

იტვირთბა....