ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უდუმაშვილი: “წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო – გრიგოლ ვაშაძემ ზუსტად განსაზღვრა “ევროპული საქართველოს” მდგომარეობა”

“გრიგოლ ვაშაძემ ძალიან ზუსტად განსაზღვრა “ევროპული საქართველოს” მდგომარეობა, – წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო. რაც შეეხება შავ ლაქებს, მის ძიებას ნუ დაგვაწყებინებენ, თორემ ნამდვილად ბევრი იქნება. შავი ლაქები არ ვიცი, მაგრამ შავი ღრუბელი რომ ადგას მათ თავზე, ნამდვილად ვიცი”- ასე უპასუხა “ევროპული საქართველოს” წევრ გიგი უგულავას კრიტიკას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა, როცა უგულავამ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გააკრიტიკა.

თოქ-შოუ “რეაქციის” ეთერში გიგი უგულავამ გრიგოლ ვაშაძე კინო-ფილმ “მიმინოდან” ერთ-ერთ პერსონაჟ ნუგზარს შეადარა და აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას მსგავსი პრეზიდენტი არ უნდა.

 

იტვირთბა....