ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის უსინათლოთა სკოლაში დარღვევები გამოვლინდა 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, თბილისის N202 საჯარო სკოლაში (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) დარღვევები გამოვლინდა.

ომბუდსმენის ოფისის პრევენციული ჯგუფის კვლევის თანახმად, განსაკუთრებით საყურადღებოს პანსიონური მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ცხოვრების პირობებია,  რადგან მისაწვდომობა, უსაფრთხოება, კვება და სამედიცნო მომსახურება დამაკმაყოფილებელი არ არის.

“დადგინდა, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას მათი უწყვეტი ვიზუალური და ფიზიკური კონტროლი წარმოადგენს, რაც ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის მხრიდან საკმაოდ უხეში ფორმებით ხორციელდება. კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სსსმ მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის”,-ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლის სრული ვერსია და რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : სსიპ თბილისის N202 საჯარო სკოლის – უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგის ანგარიში

იტვირთბა....