ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა დავით ჭიჭინაძემ პალიტრანიუსის გადაცემა 360 გრადუსში,განაცხადა, რომ ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში 53%-ის აღება გაუჭირდება.
როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, ქვეყანაში კრიზისი ღრმავდება, რაც ხელისუფლების არასწორმა ქმედებებმა გამოიწვია.
2016 წელს 48% ძლივს აიღო „ოცნებამ“ და სალომეს როგორ ექნება 53%. თავმოყვარე მინისტრი არ უნდა მივიდეს იმ პარლამენტში. პარლამენტს ჰქვია ვითომ მაკონტროლებელი ორგანო, მაგრამ იმდენად მუნჯი ადამიანები სხედან, მინისტრს რომ უყურებენ, კითხვის დასმისაც კი ერიდებათ. მე არ ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანს, რომელსაც საზოგადოებაც კარგად ხედავს. დანარჩენები არც კითხვას სვამენ, არც სურვილი უჩნდებათ, ერთადერთი რაც უჩნდებათ მინისტრის დანახვაზე, საკუთარი თხოვნებია. ვფიქრობ, ძალიან მაგრად ღრმავდება კრიზისი. დიდი უკმაყოფილებაა საზოგადოებაში, რომელსაც ეს არჩევნები უფრო გააღრმავებ”-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.