რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე ხმაური იყო. წვიმის გამო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ სამართალდამცველებს მათთვის ან კარვის გაშლის ან პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება მიეცათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცა.