ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი ცნობილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს იინფორმაციით, 22-24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

25 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

ქ. თბილისში 22 და 24 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, 23 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა და დღის მეორე ნახევრიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.

იტვირთბა....