ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უგულავა ბახტაძეს – კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული, ყოჩაღ, რა სიტყვები გისწავლია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა სოციალური ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის  განცხადებას შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

„ყოჩაღ რა სიტყვები უსწავლია – შემოვლითი რკინიგზა იყო კონტრპოდუქტიული და რეტროგრადული. პროგრესი სახეზეა.

ახლა სერიოზულად: 1.”ყველაზე მწვანე ტრანსპორტს” ქალაქში გადააქვს ბაქოს ნავთობი. 2. რკინიგზის გარშემო თითქმის ყველა შენობა უიმედოდ ავარიულია. 3. სამგზავრო გადაზიდვებისთვის რჩება და მოდერნიზირდება დიდუბისა და ნავთლუღის რკინიგზის სადგურები, რომლებიც ინტეგრირებულები არიან მეტროს ქსელში. 4. თანხის 2/3 დახარჯულია და არგაგძელების შემთხვევაში წყალში იყრება. 5. თბილისი საცობებისგან განიტვირთება. 6. განვითარდება ქალაქის მარცხენა სანაპირო. სამშენებლო დაწოლა მოეხსნება მარჯვენა სანაპიროს. 7.ეს კაცი უვარგისი მაგრამ ისევ რკინიგზის დირექტორია და არა პრემიერ-მინისტრი“, – წერს გიგი უგულავა.

„შემოვლითი რკინიგზის პროექტს ჰქონდა სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები და გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც ამ პროექტის არსებული დიზაინით დასრულება იყო სრულიად მიუღებელი“, – ამის შესახებ

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, ეს პროექტი იყო კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული.

„შემოვლითი რკინიგზის პროექტს ჰქონდა სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები და გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც ამ პროექტის არსებული დიზაინით დასრულება იყო სრულიად მიუღებელი“ – განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....