ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩუგოშვილი ბაქრაძის განცხადებაზე: “რუსეთის მხრიდან რა იყო ჰააგაში მტკიცებულებებად წარდგენილ, ეს იუსტიციის სამინისტრომ შეიძლება თქვას”

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, რუსეთი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ იყენებს.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზურაბიშვილის განცხადებებსაც გაოეხმაურა, რომელის 2008 წლის ომთან დაკავშირებით აქვს გაკეთებული.

განცხადებები, რომელიც გაკეთდა ზურაბიშვილის მიერ, სხვადასხვაგვარი იყო. ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან ბოლოს რაც მოვისმინეთ და საბოლოო პოზიცია რაც იყო, არ სცდებოდა 2008 წლის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებებს. კონკრეტულად რუსეთის მხრიდან რა იყო მტკიცებულებებად წარდგენილი და ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს პროცესზე, ეს იუსტიციის სამინისტრომ შეიძლება თქვას უფრო კომპეტენტურად.

ეს ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, თუ რა მტკიცებულებები აქვს რუსეთის მხარეს წარდგენილი. ამიტომ სწორი იქნება, თუ დეტალებზე იუსტიციის სამინისტრო ისაუბრებს,”- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ჰააგაში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე რუსეთმა საპასუხო სარჩელი მოამზადა, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან.

დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას წარუდგინა ამონაწერი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოდან, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, თუ რამდენად სახიფათოა ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოსთვის.

იტვირთბა....