aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჰააგაში, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ არგუმენტად ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჰააგაში საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე რუსეთმა საპასუხო სარჩელი მოამზადა, რომელშიც არგუმენტებად მოყვანილია ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან. ამის შეაახებ ინფორმაციას “ევროპული საქართველო” ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიას განუცხადა, რომ საქართველოსთვის სახიფათოა ზურაბიშვილის განცხადებები.

დღეს წარმოდგენილი გვაქვს დოკუმენტი, ნაწილი, ამონაბეჭდი რუსეთის საპასუხო სარჩელიდან და ამ სარჩელში ციტატის და არგუმენტის სახით პირდაპირ არის მითითებული ქალბატონ ზურაბიშვილის წიგნი. კერძოდ, ამ ფრაგმენტში, რომელიც ჩვენ მოვიყვანეთ მითითებული არის 137 – 139 გვერდები, ის მოსაზრებები, რომელიც მას აქვს ჩამოყალიბებული.

კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მისი განცხადებები არის საშიში და დამაზიანებელი საქართველოს გაერთიანების პერსპექტივისთვის. ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს საქართველოს ერთიანობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი, ჩვენ ვირჩევთ პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს ჩვენი დეოკუპაციის და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების გარანტი და ამ დროს ხელისუფლება გვთავაზობს კანდიდატს, რომლის ციტატებსაც არგუმენტის სახით იყენებს ოკუპანტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენი მთლიანობის წინააღმდეგ და ჩვენი დევნილების დაბრუნების წინააღმდეგ.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას ქალბატონი ზურაბიშვილის არჩევა პრეზიდენტად, ვინაიდან ეს ადამიანი უკვე აზიანებს საქართველოს ინტერესს, ხოლო თუ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მის მიერ მიყენებული ზიანი ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის იქნება განუზომლად უფრო მეტი. დღეს წარმოვადგენთ საჯაროდ ამონაწერს რუსეთის სარჩელიდან, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ ეს არის ფაქტი და მართლაც რუსეთის ფედერაცია, ოკუპანტი საქართველოს საპასუხო სარჩელში იყენებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის ციტატებს“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

იტვირთბა....