ჩვენ ამ თემას მოვიკვლევთ. იქ თუ იქნება მცირედი მაინც დადასტურება იმის, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა გამოძიება დაიწყება და დამნაშავე პირები იქნებიან დასჯილი,“- ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
საუბარია ჩანაწერების იმ ეპიზოდზე, რომელშიც მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს თანხა გადაუხადეს და ფული ეკლესიის შესაწირში დაუტოვეს.
„ეს იყო პირველი გამოძიება, როდესაც დაფარვის და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო 5-ზე მეტი პირი. ასეთი პრაქტიკა ადრე არ არსებობდა. იქ იყო რამდენიმე მუხლი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გავაცოცხლეთ. რა თქმა უნდა ასეთი ინფორმაციის მიღების შემდგომ, სამართალდამცავი სისტემა და შსს მყისიერ რეაგირებას აძლევს და რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემას მოვიკვლევთ. იქ თუ იქნება მცირედი მაინც დადასტურება იმის, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა გამოძიება დაიწყება და დამნაშავე პირები იქნებიან დასჯილი,“-განაცხადა გიორგი გახარიამ.
“რუსთავი 2”-მა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც კვლავ მირზა სუბელიანის საუბარია ჩაწერილი.