ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავის რაიონში, სასურსათო მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1994 დაბადებული პირი ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ შალაურში, ღამით, სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა დასახელების პროდუქტი მოიპარა. ამის შემდეგ მან მაღაზიაში არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რაც ვერ მოახერხა.

სამართალდამცველებმა ზ.წ. იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

იტვირთბა....