ახალი ამბები მთავარი სამართალი

ომბუდსმენის წარმომადგენელი – სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს მისი ცემის ფაქტს

მირზა სუბელიანი კატეგორიულად უარყოფს სოციალური მედიიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მის მიმართ სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა ფიზიკური ზემოქმედება, მისი ცემა. ამ ინფორმაციას კატეგორიულად არ ადასტურებს. რაც შეეხება დაზიანებებს, პატიმარს აღენიშნება დაზიანებები ორივე ქვედა კიდურის არეში, ასევე იდაყვთან და კისრის მიდამოში. ეს იყო მცირედი დაზიანებები, მცირედი სიწითლეები, რაზეც მან განაცხადა, რომ აღნიშნული დაზიანებები მიიღო 2018 წლის 15 ოქტომბერს, როდესაც განახორციელა სუიციდის მცდელობა, – ამის შესახებ ომბუდსმენის წარმომადგენელმა ნათია კუპრაშვილმა გლდანის # 8 პენიტენციურ დაწესებულებაში მირზა სუბელიანის მონახულების შემდეგ განაცხადა.

“ჩემს მიერ გადამოწმებული იქნა ექიმის წარმოებული ტრავმების აღრიცხვის ჟურნალი. აღმოჩნდა, რომ დღევანდელი რიცხვით აღნიშნულ ჟურნალში არანაირი ინფორმაცია მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ არ აღინიშნებოდა. რაც შეეხება ბოლო ჩანაწერს მირზა სუბელიანთან დაკავშირებით, ეს იყო 2018 წლის 15 ოქტომბრის თარიღით, როდესაც მან განახორციელა სუიციდის მცდელობა და ამ ჩანაწერში არსებული დაზიანებები ზუსტად შეესაბამებოდა მირზა სუბელიანის მიერ ნაჩვენებ დაზიანებებს“, – განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი სასტიკადაა ნაცემი.

იტვირთბა....