ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლალი მოროშკინა: “ვფიქრობ, რომ სუბელიანს უნდა ჩემთან შეხვედრა და ეს იყო მესიჯი”

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა ფიქრობს, რომ  გლდანის ციხეში გაკეთებულ აუდიოჩანაწერში, სადაც მირზა სუბელიანი მას ახსენებს, მესიჯია, რათა მან ციხეში ინახულოს.

აუდიოჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ კახა კახიშვილი სოზარ სუბარის წინააღმდეგ ლალი მოროშკინას დახმარებით მოქმედებდა.

„კახიშვილს რა სჭირდა საიმისო, რომ მე უნდა გამეხმოვანებინა რომელიმე მისი აზრი, კახიშვილი იმ პერიოდში იყო ექსპერტი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ეთერში იჯდა და ამბობდა, რასაც თვლიდა საჭიროდ. მათ შორის, გვაკრიტიკებდა ჩვენ,“ – აცხადებს მოროშკინა”რუსთავი 2″-თან.

მოროშკინას თქმით, აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგ მიხვდა, რომ მირზა სუბელიანს მასთან შეხვედრა სურს.

„მე ვფიქრობ, რომ სუბელიანს უნდა ჩემთან შეხვედრა და ეს იყო მესიჯი იმისთვის, რომ მე ის ვინახულო, მით უმეტეს მე დავპირდი, რომ გნახავ აუცილებლად. იმიტომ, რომ მას ახლა რეალურად უჭირს მორალურად,“ – განაცხადა ლალი მაროშკინამ.

სუბელიანის თქმით, 2013 წელს კახიშვილი ფარული მიყურადების ობიექტი იყო. პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართულ აქციებს, იქ ლალი მაროშკინას მონაწილეობასა და მაროშკინასა და კახიშვილის სატელეფონო საუბარს ახსენებს.

იტვირთბა....