ახალი ამბები მთავარი სამართალი ციტატა

მოროშკინა – მირზა სუბელიანს აქვს ერთი კარგი თვისება, რასაც ფიქრობს გეუბნება

“მირზა სუბელიანი იყო წინა მთავრობის ჩვეულებრივი ჯარისკაცი. “ნაციონალური მოძრაობის” დროს ის იყო პროკურორი. მე იმ პერიოდში ვიყავი უფლებადამცველი. შესაბამისად, ჩემი და მირზას გზები ვერ იქნებოდა გადაკვეთილი. ჩვენ ერთმანეთს ვეომებოდით. როდესაც ახალი მთავრობა მოვიდა და მირზა სუბელიანი სამინისტროშ აღმოჩნდა, მე ცხადია, მქონდა შეკითხვები. ჩვენ გვქონდა ერთმანეთში ღია საუბრები. მირზა სუბელიანს აქვს ერთი კარგი თვისება, ის რასაც ფიქრობს, იმას გეუბნება. ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ ერთმანეთი გულზე არ გვეხატებოდა. 26 მაისს მე ვიყავი მსხვერპლი და ის პროკურორი. შესაბამისად, დაპირისპირება გვქონდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ “ტვ პირველი” ეთერში განაცხადა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ახალ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუდიოფაილში, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ხორავას საქმის ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის კახი კახიშვილის მაკომპრომიტირებელი მასალები აქვს.

ჩანაწერის მიხედვით, ლალი მოროშკინასა და კახისვილის საუბარსაც ახსენებს.

დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრთან კახიშვილთან, მე თვითონ ვიყავი და მივდივარ ძმაო და ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება მეთქი, პირში ვუთხარი, თორე შენ რასაც აკეთებდი 2013 წელში ეგ ძალიან კარგად ვიცი-მეთქი, ერთ რამეს შეგახსენებ მეთქი, შენ რომ ლალი მოროშკინას მართავდი-მეთქი და ერთხელ რომ გავიდა ზეთში მეთქი და „კახი, კახი“ და რომ ატყდა ერთი ამბავი მეთქი, შენ დაარიგე ლალი მაროშკინა, რომ შენი სახელი კი არა, კახი კალაძის სახელი იყო და ეგ აუდიოჩანაწერები ტ…ში აქვთ მეთქი”, – ნათქვამია ჩანაწერში.

იტვირთბა....