ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ლავროვი: “ნატო-ს ეყოფა გონიერება, არ დაუშვას მესამე მსოფლიო ომი”

ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ნატო-ს ეყოფა გონიერება, რომ არ დაუშვას მესამე მსოფლიო ომი.

ვფიქრობ, ყველას ეყოფა გონიერება, აქამდე არ მიიყვანონ საქმე, თუმცა, რა თქმა უნდა,  ძალიან გვაშფოთებს რუსეთისა და ნატო-ს სამხედროებს შორის რამე სახის პროფესიონალური დიალოგის არარსებობა“ – განაცხადა ლავროვმა.

მინისტრის თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ბოლო ორი წლის განმავლობაში სამჯერ გაიმართა, ამასთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის თანამშრომლობის ყველა სხვა ფორმა პრაქტიკულად გაყინულია, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვსა და ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, კერტის სკაპაროტის შორის პერიოდული სატელეფონო კონტაქტები საკმარისი არ არის.

სერგეი ლავროვმა ღიად პროვოკაციული უწოდა უკრაინაში, საქართველოსა და შავ ზღვაში ნატო-ს წვრთნებს.

სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ნატო-ს უარი რუსეთთან დიალოგზე აშშ-ის გავლენით არის განპირობებული, რომელმაც სანქციების ფარგლებში პენტაგონს რუსეთთან კონტაქტი აუკრძალა.

იტვირთბა....