მთავარი პროკურატურის განცხადება ძალიან უნიჭოდ დადგმული პიარსვლაა, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის მოტყუება 2012 წელს შეძლო. „ქართული ოცნება“ იგივე მეთოდებით მუშაობს და არ გამიკვირდება, ხვალ მოვისმინო, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სხვისი ბრალია, ან სხვა აბსურდული განცხადება გაავრცელონ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“დღეს, 2018 წლის 17 ოქტომბერია, „ქართული ოცნება“ ქვეყანას ექვსი წელია მართავს, ლარის კურსი 2,68 ნიშნულზეა და ხელისუფლებას ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰყავს, რომელსაც მხარს არავინ არ უჭერს და მმართველი გუნდი არჩევნებს აგებს. ამ რეალობის ფონზე მთავარი პროკურატურის განცხადება ძალიან უნიჭოდ დადგმული პიარსვლაა.
ეს ყველაფერი უნიჭო, აბსურდული, ფუჭი მცდელობაა და ქართველი ხალხი „ქართულ ოცნებას“ პასუხს 28 ოქტომბერს გასცემს”, – აცხადებს სამადაშვილი.
აუდიოჩანაწერები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეზე: პროკურატურა ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს