ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მარგველაშვილი პრემიერს მთავრობის საგანგებო სხდომის ​ჩანიშვნას სთხოვს

დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა  პრემიერ-მინისტრს მთავრობის  საგანგებო სხდომის გამართვის მოთხოვნით მიმართავს.

არაადეკვატური ღიმილის ფონზე, არსებული არჩევნები ვერ გახდება ქართული დემოკრატიის შემდეგი ნაბიჯი, აქედან გამომდინარე, გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სწორედაც რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით.

შესაბამისად ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის სხდომა, სადაც მე სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების და მოქალაქეთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის საკითხით გავმართავ მათთან შეხვედრას“-განაცხადა პრეზიდენტმა.

იტვირთბა....