დღეს პირველად გახდება ცნობილი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის და სკანდალური ჩანაწერების მთავარი ფიგურანტის, მირზა სუბელიანის პოზიცია.
ბრალდებულს საკანში ადვოკატი მოინახულებს, რა დროსაც საუბრის მთავრი თემა სწორედ სუბელიანის მონაწილეობით გავრცელებული აუდიო ჩანაწერები იქნება.
დღესვე სკანდალური მასალების მთავარი ფიგურანტი დამატებით ინფორმაციას მიაწვდის გამომძიებლებს. სუბელიანის დაკითხვა გლდანის მერვე დაწესებულებაში იგეგმება.
საგამოძიებო უწყებაში უკვე დაკითხეს ჩანაწერების კიდევ ერთი მონაწილე დავით ცუხიშვილი. მან მთავარი პროკურატურა გვიან ღამით დატოვა.
შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ზე გუშინ ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ამჟამად, ხორავას ქუჩის სკანდალურ საქმეზე პატიმრობაში მყოფი, მირზა სუბელიანი მონაწილეობს (ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის). საუბრის შინაარსის მიხედვით, მირზა სუბელიანს დაკავებამდე ჰქონდა კომუნიკაცია ხელისუფლების წარმომადგენლებთან.