“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ინფორმაციით, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ყავდათ ციხეში შეყვანილი.
“სარწმუნო წყარო იუწყება (და ხვდებით ალბათ, რომ ჩემი წყაროები სარწმუნოა), რომ დღეს ბატონი ვიქტორ ჯაფარიძე ყავდათ ციხეში მირზა სუბელიანთან. ამჯერად ნამდვილად დადგეს საუბარი და ჩაიწერეს. დადგმის შინაარსი ასეთია: როგორ დადგეს ჩვენს ეთერში გასული ჩანაწერი და მიზანმიმართულად ილაპარაკეს ის ამბები, რომ მერე რ2ისთვის გადმოეცათ.
ამას, დანაშულთან და ხალხის დაცინვასთან ერთად, შიზოფრენია ქვია, მეგობრებო, ლევან ყიფიანი lvl 2.0”, – წერს გვარამია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერით, პირი, რომელიც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანია, აცხადებს, რომ ძალიან დიდი არქივი აქვს და რომ მოუნდეს, ორ ჩანაწერით დაამთავრებს ამ მთავრობას. ის პარლამენტის დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ესაუბრება.
გარდა ამისა, პროკურატურაში “რუსთავი 2-ზე” გასულ ფარულ ჩანაწერებთანდაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.
პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული.