ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სარალიძე: “ველოდები საქართველოს თუ რა განაჩენს გამოუტანს მთელ ხელისუფლებას”

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ რომელიც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს მართავს, განაცხადა რომ ელოდება თუ რა განაჩენს გამოუტანს საქართველო არა მარტო მირზა სუბელიანს, არაედ მთელ ხილისუფლებას.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია და ამაში მონაწილეობას პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანიც იღებდა.

მივაღწიე იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე შეკერილი, იყო მირზა სუბელიანის ჩართულობით შეკერილი და ძალიან ბევრი მაღალჩინოსნების ჩარევით. თუნდაც შაყულაშვილი, რომელიც რამდენიმე დღეში მოხსნეს თანამდებობიდან და დააწინაურეს, გაანეიტრალეს ასე რომ ვთქვათ, რომ იერიში არ მისულიყო შაყულაშვილზე, დანიშნეს ვიღაც კაპანაძე არაადამიანი, რომელიც რაღაც სისულელე განმარტებებს აკეთებდა. დღეს უკვე, მე ველოდები საქართველო რა განაჩენს გამოუტანს არა მარტო მირზა სუბელიანს, არამარტო ჩემი შვილის მკვლელებს, არამედ მთელ ხელისუფლებას და მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელებს“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

განცხადება ასევე გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა კრიმინალების მიერ იმართება.

ხელისუფლება არ არის, ეს არის კრიმინალთა ხროვა, ეს დღეს დათო სარალიძის საქმეზე, მაგრამ რო გაიხსნას ცოტათი მაინც თემირლანის საქმე, არა საქართველოს მოსახლეობას, არამედ მთელ მსოფლიოს შოკში ჩააგდებს,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შვილმკვდარი მამების აქცის რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....