ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე: “ევროპული საქართველო” მართლაც გაეხვა სკანდალში

„ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი დანაყოფი, მართლაც გაეხვა სკანდალში. პირველ რიგში, უგულავამ ვეღარ უარყო ჩემი ნათქვამი, რადგან არც ერთი მათგანი არ იყო დღეს „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი, უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საერთოდ წარსულშიც შეხებაშიც არ იყო „ქართულ ოცნებასთან“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მისი ინფორმაციით, გიგი უგულავას გვერდით ედგა პიროვნება, რომელიც 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში კენჭს „პატრიოტთა ალიანსიდან“ იყრიდა.

„მეორე, უგულავას გვერდით ედგა ასეთი პიროვნება, გურამ ჭვინტიაშვილი, რომელიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა „პატრიოტთა ალიანსიდან“ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, დღეს „პატრიოტთა ალიანსშიც“ კი აღარ არის.  მესამე, არანაკლები სკანდალი, როდესაც ამ განცხადების გაკეთების დროს ოქუაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტმა დამისვა კითხვა ფარცხალაძეზე, რაც საათნახევრის შემდეგ გაიმეორა გიგი უგულავამ. ეს დამთხვევაა თუ ოქუაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი დანაყოფის „ევროპული საქართველოს“ საერთო მესიჯები სად ლაგდება ერთად, ამაზე თავად გასცენ პასუხი“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ქეთევან მაღლაკელიძეს, მამუკა მდინარაძის თქმით, „დაზუსტებული ინფორმაციით, 2012 წელს იყო ყრილობაზე იმ 3 000-მდე ადამიანს შორის, რომელმაც დააფუძნა „ქართული ოცნება“, დღეს მას „ქართულ ოცნებასთან“ აღარანაირი შეხება აღარ აქვს“

„რჩევას მივცემ გიგი უგულავას, ნუ წვალობს ამდენს რომ გადაფაროს ის, თუ თავიანთი წევრები როგორ გაურბიან, მათ შორის, პარლამენტის წევრი მამუკა ჩიქოვანი და ბევრი მათი სხვა წევრი გადადის სხვა დანაყოფში „ნაციონალურ მოძრაობაში. მე მივცემ რამდენიმე ერთეული ადამიანის სიას, რომელიც 2012 წლიდან 2018 წლამდე გავიდა ან გაირიცხა „ქართული ოცნებიდან“, შემდეგ ჩაატარონ ბრიფინგი, გააბევრონ სხვა ისეთი ადამიანებით, რომლებიც არასდროს ყოფილან „ქართულ ოცნებაში“ და ისევ მშვენიერი ბრიფინგი გამოუვათ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....