ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ზე” გასულ ინტერვიუს ეხმაურება, რომლის რესპოდენტიც ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი იყო.
“ვანო მერაბიშვილი ციხიდან ინტერვიუში ამბობს, პრინციპების გამო არ გავიქეცი ქვეყნიდანო. და რუსთავი-2 ჟურნალისტი ვერ ჰკითხავს, ის ვინ იყო, ლევან მაისურაძის პასპორტით რომ დაგაკავეს აეროპორტშიო?”, – წერს გამსახურდია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “კურიერმა” ყოფილ პრემიერთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც მერაბიშვილი იმასაც განმარტავს თუ რატომ არ დატოვა ქვეყანა.