არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

კაპანაძე – “ეს ხომ ქვეყანა აღარაა” და მსგავს რიტორიკულ კითხვებზე არის ერთადერთი პასუხი, 28 ოქტომბერი!

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება.

“ვაიმე, ეს რა მოხდა”, “რა გვეშველება”, “ეს ხომ ქვეყანა აღარაა” და მსგავს რიტორიკულ კითხვებზე არის ერთადერთი პასუხი:

28 ოქტომბერი!

მიდი არჩევნებზე და აჩვენე ქოცებს, რომ მათი დრო ამოიწურა.

#ხალხისპრეზიდენტი
#დავითბაქრაძეპრეზიდენტად”, – წერს კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-მა” გაავრცელა ფარული აუდიჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, საქართველოს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ამბობს, რომ შეუძლია 1-2 ჩანაწერის გავრცელება და “ქართული ოცნების” მმართველობა დამთავრდება.

ის აგრეთვე აცხადებს, რომ სხვადასხვა გახმაურებული საქმეების გასახსნელად მოწმეებს აწამებდნენ.

აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მირზა სუბელიანი, საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაიწყო, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ხვალ ეცნობება საზოგადოებას“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

 

 

იტვირთბა....