ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

გრიგოლია – აი,ამიტომ ვუჭერდი სულ მხარს ზაზა სარალიძეს,სულ ჩანდა თეთრზე შავით რომ იყო ნაკერი ეს საქმე

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩანდა სუბელიანის ალაპარაკების შიშით აბურდეს ხორავას მკვლელობის საქმე.

“ხელისუფლებას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია მირზა სუბელიანის ჩანაწერების ამბავზე? ძალიან მაინტერესებს პირველი კომენტარები . აი,ამიტომ ვუჭერდი სულ მხარს ზაზა სარალიძეს,სულ ჩანდა თეთრზე შავით რომ იყო ნაკერი ეს საქმე და მირზა სუბელიანის ალაპარაკების(ან დაარქივებული მასალების) შიშით რომ აბურდეს და არიეს მთელი გამოძიება”, – წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-მა” გაავრცელა ფარული აუდიჩანაწერი ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, საქართველოს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან გარიგებულია და ის ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა.

აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მირზა სუბელიანი, საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაიწყო, – ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში განაცხადეს.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ხვალ ეცნობება საზოგადოებას“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

იტვირთბა....