ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სუბელიანი – რატომ მძირავთ? ფარცხალაძე ვალშია ჩემთან, ეგ მართავს პროკურატურას

“რუსთავი 2” ასაჯაროებს ფარულ ჩანაწერებს. ტელეკომპანიამ  გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაწერილი ფარული აუდიომასალის რამოდენიმე ფრაგმენტი გამოაქვეყნა გამოაქვეყნა.

ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.

ჩანაწერის მესამე ნაწილში სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ეხება. ის დათო ხუციშვილთან საუბრობს.

სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არის დაპატიმრებული, მას დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

პროკურატურამ განცხადება გაავრცელა ჩანაწერებთნ დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ამ საქმეზე ორი დღის წინ დაიწყო გამოძიება.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებითა და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ხვალ ეცნობება საზოგადოებას“,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

იტვირთბა....