aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მდინარაძე – ვინც დღეს უგულავასთან იდგა, არც ერთი არაა “ქართული ოცნების” წევრი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გიგი უგულავას პასუხობს და აცხადებს, რომ “ევროპული საქართველო” სიცრუეს ავრცელებს.

მდინარაძის განცხადებით, “ქართული ოცნებიდან” “ევროპულ საქართველოში” არავინ გადასულა.

არც ერთი მათგანი, „ქართული ოცნების“ წევრი დღეს არ არის. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი საერთოდ არ იყო შეხებაში „ქართულ ოცნებასთან.“ რამდენიმე მათგანი იყო და აქედან ერთ-ერთი, პრაქტიკულად დაზუსტებული ინფორმაციით, მაგრამ კიდევ ვაზუსტებთ, იყო სხვა პარტიის კანდიდატიც კი, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. თუ ეს საბოლოოდ დადასტურდება, დამეთანხმებით, რომ უგულავა და „ევროპული საქართველო“ გაეხვევიან სერიოზულ სკანდალში. ეს შოუების დადგმა მათი პარტიის დაშლის პროცესს ვერ შეაჩერებს”, – განაცხადა მდინარაძემ.

დღეს “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გურიის შემდეგ “ქართული ოცნების” დამფუძნებლები, კოორდინატორები, ზონის უფროსები და აქტივისტები ოცნებას რუსთავში, გარდაბანში, დმანისში, წალკასა და მარნეულშიც ტოვებენ. “ოცნების” წარმომადგენლები ევროპულ საქართველოს უერთდდებიან და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ.

იტვირთბა....