ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უგულავა – „ოცნების“ შტაბი აღარ დარჩა არც ერთ რაიონში, სადაც არ იყოს წინააღმდეგობა ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომა არის თითოეული თქვენთაგანის, ვინც „ქართულ ოცნებაში“ მუშაობთ, კომპრომისი სინდისთან. ეს არის შეცდომა, რომლის წინაშეც საკუთარ სინდისთან ანგარიშგება მოგვიწევს სამომავლოდ,“ –  განაცხადა “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

უგულავას თქმით, „ქართული ოცნების“ შტაბი აღარ დარჩა არც ერთ რაიონში, სადაც არ იყოს წინააღმდეგობა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

როგორც უგულავამ აღნიშნა გურიის შემდეგ ქართული ოცნების დამფუძნებლები, კოორდინატორები, ზონის უფროსები და აქტივისტები ოცნებას რუსთავში, გარდაბანში, დმანისში, წალკასა და მარნეულშიც ტოვებენ. ოცნების წარმომადგენლები ევროპულ საქართველოს უერთდდებიან და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბი აღარ დარჩა არც ერთ რაიონში, სადაც არ იყოს წინააღმდეგობა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით… სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ეს იქნება ნელად მოქმედი ნაღმი, რომელსაც ჩვენივე ხელით დავუდებთ ჩვენს სახელმწიფოს ფუნდამენტში“ – აღნიშნა უგულავამ.

იტვირთბა....