Sport ახალი ამბები მთავარი

საქართველომ ანდორა 3:0 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი ანდორა მიიღო და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

დუბლი შეასრულა ვაკო ყაზაიშვილმა. ამერიკული “სან ხოსეს” შემტევმა 33-ე და 84-ე წუთებზე შეძლო თავის გამოჩენა. მატჩის ბოლო წამებზე კი ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ დააფიქსირა საბოლოო ანგარიში – 3:0.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებს 3 თამაშიდან 3 მოგება აქვს და ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს. ვინაიდან, პარალელურად ლატვიაში ყაზახეთსა და ლატვიას შორის მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, ქართველებს დარჩენილ 3 თამაშში 3 ქულაც ყოფნით ჯგუფიდან გასასვლელად.

იტვირთბა....