“გუშინ ლევან ბერძენიშვილს მართლა ვუთხარი,რომ ვაფასებ მის ბრძოლას თავისუფლებისთვის, საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. არასწორად მიმაჩნია მისი რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება. ვთვლი, რომ ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ეს ბოდიშად ჩაითვალა, მე არ მწყინს და არც სხვამ უნდა განიცადოს.
ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ პირად წყენებზე მაღლა და ერთად დავუპირისპირდეთ დიდ საფრთხეს…
რაც უფრო მალე მივხვდებით ამას, მით უფრო დამაჯერებლად და სწრაფად გაიმარჯვებს საქართველო…”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.
“სერიიდან — “ცვეტში” მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანკფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან “შნურით” მიბმული, – ამის შესახებ “რესპუბლიკური” პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს.