სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის დროს საომარ მოქმედებებს არასამხედრო პირი ხელმძღვანელობდა.
ამის შესახებ მან გორში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“რატომ ჩააბარეს რაღაც მომენტში არასამხედრო პირს ამ საომარი მოქმედებების ხელმძღვანელობა და შტაბები? რაც არის სრულიად წარმოუდგენელი. რატომ დატოვეს ახალგაზრდა რეზერვისტები ხელმძღვანელობის გარეშე მტრულ ტყეში და არ გამოიყვანეს დროულად? რატომ დაგვიანდა რუსეთის აგრესორად გამოცხადება”, – მიმართა გორელებს სალომე ზურაბიშვილმა.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე