თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია თითქოს მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებისთანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
მარტივად გეტყვი, ეს არის სიცრუე, სიცრუე, სიცრუე,“ – განაცხადა კალაძემ.
ორგანიზაციების დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე რეგიონში მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებს და მათ თანამშრომლებს ავალდებულებენ, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და პოტენციური მხარდამჭერების სია შესაბამის პირებთან გადააგზავნონ. ამის შესახებ არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.