პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე “ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივის განხილვა იგეგმება, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების გამკაცრება უნდა მოხდეს.
“ნაციონალური მოძრაობის” პროექტის მიხედვით, საქართველოში ბიზნესის წარმოება ბინადრობის მინიჭების წინაპირობა არ არის – ამისთვის სულ ცოტა საქართველოს 15 მოქალაქის დასაქმებაა საჭირო. სიახლე ქართული ენის ცოდნის აუცილებლობასაც ითვალისწინებს.
„ჩვენი ინიციატივა გულისხმობს პირველ რიგში შრომითი ბინადრობის უფლების მიღების გამკაცრებას. იმიტომ რომ ეს არის ის კატეგორია, რომელიც გამოიყენება ჩვენს სახელმწიფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მუდმივი საცხოვრებლის უფლების გასაცემად, მიგვაჩნია, რომ უნდა გამკაცრდეს შესაბამისი კანონმდებლობა“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.