საქართველოს საკონსულომ საბერძნეთში დაიწყო გარდაცვლილი ქართველი ქალის გადმოსვენების პროცედურები. ჯერჯერობით უცნობია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასურებენ და აცხადებენ, რომ „გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო”.
გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში მცხოვრები 22 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით გოგო, მოკლულია.