aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით ხურცილავა – ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილია, მას მოღალატე დაუძახო, უსინდისობაა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მსახიობი დავით “ჯაპანა” ხურცილავა გადაცემა “რეაქციაში” აცხადებს, რომ ის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს.

ხურცილავას თქმით, 2008 წელს რუსთაველზე წაგებულ ომოს ვზეიმობდით.

“პატივცემული მიხეილ სააკაშვილი იძახდა, რომ აღებული გვაქვს ცხინვალიო. პირველვე დღეს განაცხადა. მოგებაც ხომ ვიზეიმეთ ომის? რუსთველზე დიდი კონცერტი გაიმართა თავის მხარდამჭერებით და წაგებულ ომს ვზეიმობდით. ეს ფაქტები იყო და რატომ ვმალავთ?

მე მსახიობი კაცი ვარ და ნუ მომმთხოვთ ახლა ვილაპარაკო მიშამ დაიწყო თუ არა ომი. მოღალატე დაუძახო სალომე ზურაბიშვილს, რბილად რომ ვთქვათ, უსინდისობაა. შეიძლება მითხრათ, რომ გავიგეთ, რომ ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილია, დიახ, ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილია. ევროპული მიზანსწრაფვა აქვს და იქაური დიპლომატიური სკოლა აქვს გავლილი. კოდორს ზემო აფხაზეთი იქამდე ვეძახეთ, სანამ არ წაგვართვეს. ფაქტებზე ვისაუბროთ. მე არ ვარ “ქართული ოცნების” პირდაპირი მხარდამჭერი, უბრალოდ, მათ გვერდით ვდგავარ”, – განაცხადა ხურცილავამ.

იტვირთბა....