ნოემბრის დასაწყისში გულშემატკივართა ვერსიით წლის საუკეთესო ჩოგბურთელის ვინაობა გახდება ცნობილი. გამოკითხვა ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს.
გულშემატკივრებს ჩოგბურთელებისთვის ხმის მიცემა შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურ, ისე წყვილთა თანრიგში. ხმის მიცემა ასევე შესაძლებელია ნიკოლოზ ბასილაშვილისთვისაც.
ATPWorldTour.com-ის გამოკითხვა 2 ნოემბერს დასრულდება. თუმცა აღსანიშნავია, რომ 15 ოქტომბერს საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ნომინანტები დაგროვებული ხმების მიხედვით შეირჩევა.
გამოკითხვაში მომხმარებლებს შეუძლიათ ხმა მისცენ მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ასეულის ნებისმიერ წევრს, ხოლო წყვილთა შორის – 25 საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთს.
გულშემატკივარს შეუძლია ქართველ ჩოგბურთელს ნიკოლოს ბასილაშვილს მისცეს ხმა.
ხმის მიცება შესაძლებელია ამ ბმულზე
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებული გახდა. ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა. ტურნირში გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 23-ე ადგილამდე დაწინაურდა. 29 ივლისს ქართველი ჩოგბურთელი German Open Hamburg 500-ის გამარჯვებულიც გახდა.