რუსული გაზეთი „Новые известия“ აქვეყნებს რუსი ბლოგერის არტურ შიგაპოვის მასალას აფხაზეთის შესახებ, რომელიც სექტემბრის ბოლოს სოხუმის მონახულების შემდეგ დაწერა.
25 წლის წინ იარაღით მოპოვებული დამოუკიდებლობა ცუდად მიუტრიალდათ აფხაზებს – აღმოჩნდა, რომ ამ ერს არ შეუძლია საკუთარი ეფექტური სახელმწიფოს აშენება და ის განწირულია – მას ჩაყლაპავს ან რუსეთი, ან საქართველო.
ასეთ არასახარბიელო დასკვნას გააკეთებს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ეწვევა ამ უცნაურ, არავის მიერ არაღიარებულ კვაზისახელმწიფოს.
მე გადავკვეთე რუსეთ-აფხაზეთის პირობითი საზღვარი იქაური გამარჯვების დღეს. პირობითი იმიტომ, რომ პასპორტებს ამოწმებს მხოლოდ რუსული მხარე, აფხაზებს კი საერთოდ არ აინტერესებთ.
25 წლის წინ დასრულდა ქართულ-აფხაზური ომი და ქართული ჯარის ბოლო ნაწილებმა დატოვეს ამბოხებული მხარე. მას შემდეგ ახალგაზრდა რესპუბლიკამ მიაღწია წარმატებებს მხოლოდ სახელების შეცვლაში – სოხუმი გახდა „სუხუმ“, ხაჭაპური – „ხაჭაპურ“, ტყემალი – „ტყემალ“. ისეთ წვრილმანებზე, როგორც საკუთარი ვალუტა, გზები, სარკინიგზო სადგურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და საკურორტო ინფრასტრუქტურა – ვერ მოიძებნა ვერც დრო და ვერც ნება.
ადგილობრივების მთავარი თავის მართლებაა – „ჩვენ ვართ პატარა და ღარიბი ქვეყანა, ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც საჭიროა პირველ რიგში“… როგორც ჩანს, პირველი რიგის საჭიროებაა საკუთრების „ახევა“ და მაღალი კლასის ავტომობილების ყიდვა, რომლებსაც ხშირად ნახავთ მახინჯი ბარაკების გვერდით.
2 – მე მივემგზავრები აფხაზეთის დედაქალაქში ქვეყნის ერთადერთი გზატკეცილით, რომელიც მეტ-ნაკლებად ნორმალურ მდგომარეობაშია. დანარჩენი გზები პირობითია და წააგავს იმას, რასაც ხშირად ნახავთ ღრმა და ყრუ რუსულ პროვინციაში.
3 – სამარშრუტო ტაქსის მგზავრები ულოცავენ ერთმანეთს გამარჯვებას, გზის გასწვრივ დაყენებულია მანქანები, რომლის ძრავის საფარზეც გაშლილია სადღესასწაულო პურ-მარილი. სოხუმის შესასვლელში გამოკრულია დაღუპული მეომრების სურათები, გვერდით დგანან მამაკაცები და მიირთმევენ ღვინოს.
4 – აქ ომი არის არა შორეული წარსული, არამედ დღევანდელი დღე. ყოველ შემთხვევაში ასეთი გრძნობა გეუფლება მაშინ, როდესაც უყურებ ტყვიებით დასერილ შენობებს, რომლებიც სოხუმში ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ.
5 – სანაპიროზე ლურჯი „ჟიგულიდან“ გამოდის ახალგაზრდა ბიჭი ავტომატით ხელში, აქვე სანაპიროზე მიდიან რუსი ტურისტები.
6 – სხვათა შორის, ესაა სოხუმის სანაპირო ბულვარი, სადაც, როგორც ამბობენ, ქერა ქალი მშვიდად ვერ გაივლის. შევამოწმე – სისულელეა, აქ მოსეირნე „ბლონდები“ არავის ადარდებთ.
თუმცა, აქ როგორც წესი ჩამოდიან უკვე დიდ ხნის ჩამოწერილი „ბლონდები“ მკაცრი რუსული პროვინციებიდან. აქ ისინი თავიანთ სტიქიაში არიან.
7 – აბა რა. ნორმალურ ადამიანს თავში აზრად ხომ არ მოუვა დაისვენოს ქალაქში, სადაც არ არის არანაირი ტურისტული ინფრასტრუქტურა, ხოლო თავად დედაქალაქი უფრო წააგავს 90-ანი წლების დასაწყისის დაბეჩავებული რუსულ რაიონულ ცენტრს.
8 – სხედან საქმიანი აფხაზი მამაკაცები და ბჭობენ – რა გაუკეთონ ამ ყველაფერს – როგორ უნდა აღადგინონ მიტოვებული კურორტი.
9 – რა მოუხერხონ ნახევრად დანგრეულ პავილიონს წყალზე, პრეზიდენტის სასახლისგან სულ რაღაც 200-300 მეტრში რომაა? ასევე ასობით დანგრევის პირას მისულ შენობას?
10 – აქაური ორიგინალური ტრადიციების მიხედვით, ომის შემდეგ ნებისმიერ მსურველს (უმჯობესია ავტომატით ხელში), შეეძლო შესვლა ქართველების მიერ მიტოვებულ ნებისმიერ სახლში, დაეწერა ჭიშკარზე თავისი გვარი და სიტყვა „დაკავებულია“ – სულ ეს იყო საჭირო ახალი უძრავი ქონების შესაძენად. რა იქნება მერე – არავის ანაღვლებს. წლების მანძილზე ეს პრობლემა ვერ გადაწყვიტეს – ისევე, როგორც ყველა დანარჩენი.
11 – „ეჰ, ისევ ვერაფერი მოვიფიქრეთ“ – ამბობენ საქმიანი აფხაზი მამაკაცები. „მოდით, აჯობებს, აღვნიშნოთ გამარჯვების დღე“. სხდებიან თავიანთ მერსედესებში, გააკრავენ დროშებს და დაძრწიან მთელს ქალაქში…. იგულისხმება მთელი ქალაქის იმ ნაწილებში, სადაც არის გზა.
12 – დღესასწაულს აღნიშნავენ რესტორან „სოხო“-ში – ეს არის ბინძური ფარდული ნახევრად დანგრეული შენობას სოხუმის სანაპიროზე.
13 – მე კი ვღაღადებ ჩემთვის – რას აკეთებთ? იქნებ დაიწყოთ საბავშვო გასაბერი ატრაქციონით, გარეცხეთ ის – ცხოვრებაში არ მინახია ასეთი ბინძური ატრაქციონი. თანაც კაპიტალდაბანდებად საკმარისია მხოლოდ წყალი და ტილო.
14 – შედარებითი წესრიგი და ცივილიზაციაა სოხუმში, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუმცა მერიას ეს არ ეხება. მის წინ გზაჯვარედინზე შუქნიშანიც კი არ მუშაობს.
15 – მეზობელ ქუჩებზე ასფალტიც არ არის. ტროტუარებზე საერთოდ არაა საუბარი. ასეთები მინახია მხოლოდ ყველაზე ჩამორჩენილ აზიურ ქვეყნებში. როგორ დადიან აქ ადგილობრივი ქალები, თანაც მაღალ ქუსლებზე – გაუგებარია.
15 – თუმცა, საპრეზიდენტო რადიუსშიც ყოფილი უდარდელი ცხოვრება ჩანს, მხოლოდ ეპიზოდურად. აქაურობა გაიყინა 1993 წელში და ნელა-ნელა ლპება და ინგრევა.
16 – იქნებ უთხრათ მოსკოვის მერიას, დაგიგონ ახალი ქვაფენილი?
17 – თუმცა, არავინ დარჩა, ვისაც შეუძლია მოვიდეს, გაარემონტოს, ან რამეს გაუკეთოს რესტავრაცია. აფხაზეთის მიტოვებულ შენობებზე შეიძლება გაკეთდეს ცალკე სათავგადასავლო ტურები. განსაკუთრებით საინტერესოა სოხუმის მშვენიერი სარკინიგზო სადგურის ნარჩენები და ომის დროს დამწვარი მთავრობის სასახლე, რომელსაც ამჟამად მორცხვად ეფარება საზეიმო ტრანსპარანტი.
18 – ეს მაშინ, როცა აფხაზეთის ადგილმდებარეობა გარანტიაა უდარდელი ცხოვრების – სტრატეგიული სატრანზიტო დერეფანი სამხრეთ კავკასიასა და რუსეთს შორის, ულამაზესი ბუნება, მშვენიერი სანაპირო და ასე თუ ისე აწყობილი საბჭოთა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომლის მოდერნიზება არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას. მაგრამ არა…
19 – აფხაზურმა ელიტამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გაუფუჭებია ურთიერთობები იმდროინდელ ქართულ ხელისუფლებასთან, შემდეგ კი ისინი გმირულად ესროდნენ საკუთარ ქალაქებს არტილერიიდან.
20 – მერე გაყარეს ნახევარი მოსახლეობა – სხვათა შორის, მშრომელი მოსახლეობა და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ისინი არ დაბრუნდნენ.
21 – რა არის საჭირო იმისთვის, რომ აფხაზეთმა თავი დააღწიოს დღევანდელ მდგომარეობას? დალაგდეს ურთიერთობა ქართველებთან, გაიხსნას საზღვრები.
22 – თუმცა, ამის ნაცვლად მათ ხელი ჩაიქნიეს მომავალზე, ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ ვიწრო პრობლემებზე, ერთადერთი იმედით – დიდი მეზობელი რაღაცნაირად გვარჩენს, მერე კი ვნახოთ რა იქნება. თანაც პასპორტები ყველას რუსული აქვს…
23 – გამარჯვების დღე სოხუმში აღინიშნება ძალიან უცნაურად. მუსიკა ისმის მხოლოდ ერთ ადგილას, სანაპიროზე. თურმე ეს კრიშნაიდები ყოფილან.
24 – ქუჩაში ჩხუბობენ მთვრალი მამაკაცები, საღამოს საზეიმო ფოიერვერკებთან ერთად, გარკვევით ისმის ავტომატის ჯერის ხმა. გამახსენდა ის ავტომატიანი ბიჭი სანაპიროზე. დროა, უნდა დავახვიო აქედან. საწყალი, საწყალი, საწყალი რუსი ტურისტები, რა ეშმაკმა მოიყვანა ისინი აქ…
26 – რა უშველის აფხაზეთს, თუნდაც იმათ დონემდე, რომ მივიდნენ, ვინც გააგდეს 25 წლის წინ? ჩემი აზრით, აფხაზებმა უნდა დაივიწყონ წარსული წყენა და დაბრუნდნენ ქართული სახელმწიფოებრიობის ფარგლებში.
რუსეთისთვის აფხაზეთი არის პატარა და უმნიშვნელო ანკლავი, რომელიც დიდათ საინტერესო არაა, საქართველოს შემადგენლობაში კი აფხაზებს აქვთ შანსი აღადგინონ კანონიერება და წინ წაწიონ ეკონომიკა.
თუმცა, ამისთვის საჭიროა შეთანხმების მიღწევა – ჩვენ კი ამაყები ვართ, არა? სხვათა შორის, ეს ქართველებსაც ეხებათ.
ამიტომაც, ერთადერთი რაც დღეს ჩანს, არის დახურული საზღვარი და საყოველთაო ნგრევა. სწორედ ესაა აფხაზური სინამდვილე, მრავალი და მრავალი წლით, ამ ნახევრად დამოკიდებული „სახელმწიფოებრიობის“ გაქრობამდე.
სხვათა შორის, სახელმწიფოებრიობას ჯერ კიდევ დამსახურება უნდა, ჩემო სამხრეთელო მეგობრებო.
თენგიზ აბლოთეა
მოამზადა commersant.ge-მ