ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთი შესაძლოა, ევროსაბჭოდან გარიცხონ

ევროსაბჭოს გენერალური მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე განაცხადა, რომ თუ რუსეთი ორგანიზაციის საწევრო გადასახადს არ გადაიხდის, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს მიიღებენ და ის შესაძლოა, ევროსაბჭოდან გარიცხონ.

„ევროსაბჭოს წევრი სანახევროდ ვერ იქნები. ევროსაბჭოს წესდების მეცხრე მუხლი ამბობს, რომ თუ ქვეყანა ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს გადასახადს არ გადაიხდის, მაშინ მინისტრთა კომიტეტიდან მისი წარმომადგენლის გარიცხვა შესაძლებელია. რუსეთის შემთხვევაში ორწლიანი ვადა 2019 წლის ივნისში იწურება, რის შემდეგაც კომიტეტის წევრები ვალდებულები არიან გადაწყვეტილება მიიღონ“, – განაცხადა იაგლანდმა, რომლის თარგმანს პირველი არხი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რუსეთის საწევრო გადასახადი ევროსაბჭოს ბიუჯეტში 33 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ორგანიზაციის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.

 

იტვირთბა....